ka | en
TSU

„თავის ტვინში ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მიმდინარეობა ცირკადული რიტმის დარღვევის პირობებში“

ავტორი: ალექსანდრე წიკლაური
თანაავტორები: ნანა კოშორიძე, გიორგი ბურჯანაძე
საკვანძო სიტყვები: ცირკადული რიტმი, სტრესი, ენერგეტიკული მეტაბოლიზმი, კრეატინკინაზა, კრებსის ციკლი, Akt, m-ToR
ანოტაცია:

ხანგრძლივი ცირკადული რიტმის დარღვევით შესძლებელია დადგეს ლეტალური შედეგი როგორც ცხოველურ ორგანიზმებში, ასევე ადამიანში, რაც გამოიხატება ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოში, მათ შორის ნერვულ ქსოვილში მიმდინარე რთული მოლეკულური მექანიზმების ცვლილებაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ხანგრძლივი, 30-დღიანი ცირკადული რიტმის დარღვევა იწვევს ექსპერიმეტული ცხოველების თავის ტვინის ჰიპოკამპის უჯრედებში მეტაბოლურ ცვლილებებს, რაც გამოიხატება ენერგეტიკულ პროცესებში ჩართული ფერმენტების აქტივობის შემცირებით. ცნობილია, რომ კრეატინკინაზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული ქსოვილის ენერგეტიკაში. მისი აქტივაცია მნიშვნელოვნად ცვლის უჯრედშიდა ATP-ის დონეს და ამით უზრუნველყოფს ენერგეტიკული პროცესების სტაბილიზაციას. მონაცემები აჩვენებენ, რომ ლაბორატორიული ვირთაგვების ხანგრძლივი, 30 დღიანი, ცირკადული რიტმის დარღვევის პირობებში ჰიპოკამპის უჯრედებში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით შეინიშნება მიტოქონდრიული ფერმენტების, სუქცინატდეჰიდროგენაზას, α-კეტოგლუტარატდეჰიდროგენაზას, აკონიტაზას და კრეატინკინაზას აქტივობის შემცირება. განსხვავებული შედეგები იქნა მიღებული გლიკოლიზის პროცესში მონაწილე ფერმენტების შემთხვევაში. შესწავლილი იქნა ამ პროცესის ორი ფერმენტი ალდოლაზა და ჰექსოკინაზა. მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა საპირისპირო ეფექტი, კერძოდ ალდოლაზას აქტივობა ხანგრძლივი ცირკადული რიტმის დარღვევის პირობებში მატულობს. ანალოგიური მონაცემები იქნა მიღებული ჰექსოკინაზას შემთვევაშიც. ნაჩვენები იქნა, რომ ჰექსოკინაზას აქტივობა, ალდოლაზას ანალოგიურად მატულობს. ვირთაგვას თავის ტვინის ჰიპოკამპის უჯრედებში ნანახი იქნა, რომ ცირკადული რიტმის დარღვევის პირობებში შეინიშნება ჰიპოკამპის პლაზმური მემბრანის PI3K p110α-სა და PI3K p85-iს სუბერთეულების ექსპრესიის შემცირება. შემდგომ ექსპერიმენტში შესწავლილი იქნა ამ სასიგანლო გზის კიდევ ერთი კომპონენტის, კერძოდ mTOR-ის და მისი ფოსფორილირებული ფორმის რაოდენობრივი ცვლილებები. ნანახი იქნა, რომ mTOR-ის რაოდენობა ცირკადული რიტმის დარღვევის შედეგად საკონტროლო ჯგუფთან შედარებით სარწმუნოდ ანალოგიური ცვლილებები შეინიშნება ასევე ფოსფორილირებული mTOR-ის შემთხვევაშიც, ხოლო AKT-ს აქტივობა მცირდება.


მიმაგრებული ფაილები:

ნაშრომი [ka]
ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com