ავტორიზაცია
ჰიდანტოინების ახალი ქირალური ნაწარმების სინთეზი და ენანტიომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფიაში „ნორმალური“ მოძრავი ფაზების გამოყენებით
ავტორი: ანა რაქვიაშვილისაკვანძო სიტყვები: ჰიდანტოინები, ენანტიომერები, სითხური ქრომატოგრაფია.
ანოტაცია:
ჰიდანტოინების ნაწარმები საინტერესო ნაერთებია მათი ფარმაკოლოგიური აქტივობით. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა მათი ანტიეპილეფსიური, ანტიარითმული, ანტიდიაბეტური და სხვა თვისებები [1]. ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო შეგვესწავლა ახალი ქირალური ჰიდანტოინების ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის და პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სვეტების გამოყენებით. ამ კვლევაში გამოვიკვლიეთ 12 ქირალური ჰიდანტოინი ჰექსანისა და იზოპროპანოლის სხვადასხვა თანაფარდობით მომზადებული მოძრავი ფაზებით. მიღებული შედეგების საფუძველზე გავაკეთეთ ზოგიერთი დასკვნა საანალიზო ნივთიერების სტრუქტურის გავლენის შესახებ მათი ენანტიომერების შეკავებასა და დაყოფაზე პოლისაქარიდული ბუნების ქირალურ სელექტორებზე. გარდა ამისა, შესწავლილი იქნა სელექტორის სტრუქტურის გავლენა მისი ქირალური გამოცნობის უნარზე ქიმიურ ნაერთთა ამ კონკრეტული ჯგუფის მიმართ. ვსწავლობდით ასევე ენანტიომერების ელუირების რიგს და დავადგინეთ ენანტიომერების ელუირების რიგიც ცვლილების რამდენიმე საინტერესო შემთხვევა ქირალური სელექტორის ბუნებიდან გამომდინარე. [1] J. C. Thenmozhiyal, P. T. H. Wong, W. K. Chui, J. Med. Chem.2004, 47, 1527–1535