ავტორიზაცია
ჰიდანტოინების ახალი ქირალური ნაწარმების სინთეზი და ენანტიომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლარული მოძრავი ფაზების გამოყენებით
ავტორი: დონი მიმინოშვილითანაავტორები: რუსუდან კაკავა1, იზა მათარაშვილი1, ალესანდრო ვოლონტერიო2, ბეჟან ჭანკვეტაძე1
საკვანძო სიტყვები: ჰიდანტოინები, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფი, დაყოფა
ანოტაცია:
ჰიდანტოინების ნაწარმები საინტერესო ნაერთებია მათი ფარმაკოლოგიური აქტივობით. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა მათი ანტიეპილეფსიური, ანტიარითმული, ანტიდიაბეტური და სხვა თვისებები [1]. ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო შეგვესწავლა ახალი ქირალური ჰიდანტოინების ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის და პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სვეტების გამოყენებით. ამ კვლევაში გამოვიკვლიეთ 12 ქირალური ჰიდანტოინი მეთანოლისა და აცეტონიტრილის მოძრავი ფაზებით. მიღებული შედეგების საფუძველზე გავაკეთეთ ზოგიერთი დასკვნა საანალიზო ნივთიერების სტრუქტურის გავლენის შესახებ მათი ენანტიომერების შეკავებასა და დაყოფაზე პოლისაქარიდული ბუნების ქირალურ სელექტორებზე. გარდა ამისა, შესწავლილი იქნა სელექტორის სტრუქტურის გავლენა მისი ქირალური გამოცნობის უნარზე ქიმიურ ნაერთთა ამ კონკრეტული ჯგუფის მიმართ. ვსწავლობდით ასევე ენანტიომერების ელუირების რიგს და დავადგინეთ ენანტიომერების ელუირების რიგიც ცვლილების რამდენიმე საინტერესო შემთხვევა ქირალური სელექტორის ბუნებიდან გამომდინარე.