ავტორიზაცია
“სხვადასხვა სახეობის თევზებს შორის ფილოგენეტიკური კავშირების დადგენა თანამედროვე მოლეკულური მეთოდების გამოყენებით”
ავტორი: ნინო ნეფარიძეთანაავტორები: -
საკვანძო სიტყვები: პროტეომიკა, ჰიდრობიონტები, კლადოგრამები, ვესტერნ ბლოტინგი
ანოტაცია:
ადამიანის გენომის პროექტმა ადამიანთა გენომის სექვენირების მისია წარმატებით შეასრულა და ჯერ კიდევ აგრძელებს ამ მისიის შესრულებას, ამასობაში კი ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება-პროტეომიკა. პროტეომიკა ეს არის ცილების სტრუქტურის, ფუნქციისა და მათ შორის ურთიერთქმედების შემსწავლელი მეცნიერება. გენები აკოდირებენ ცილას, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმის ფორმას, ფუნქციას, ფენოტიპს-ბუნებრივი გადარჩევის მასალას. მეცნიერება უხსოვარი დროიდან ცდილობს გარკვეული კავშირის პოვნას ორგანიზმებს შორის და გარკვეული სისტემატიზაციას, რაც ჯერ კიდევ კარლ ლინეს დროიდან ჩამოყალიბდა, როგორც ბიოლოგიის ერთ-ერთი დარგი. აღნიშნული კლასიფიკაცია ასევე გვეხმარება ევოლუციური კავშირის დადგენისთვის ორგანიზმებს შორის, რაც სიცოცხლოს წარმომშობის და არსის გაგების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტებია. მეცნიერების განვითარებასთან ერთად ფენოტიპური აღწერილობა ნელ-ნელა ნაცვლდება უფრო ძლიერი ინტრუმენტებით, რაც თანამედროვე მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდების შემოღებას გულისხმობს, გენის სეკვენირების და შესაბამისი მარკერების გამოვლენით, გაგრძელებული კონკრეტული ცილების სპექტრის და პოლიმორფიზმის შესწავლით. კვლევის მიზანია თევზების სახეობებს შორის ფილოგენეტიკური კავშირის გამოვლენა თანამედროვე მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით. მიზნის მისაღწევად დავისახეთ შემდეგი ამოცანები: აგრარული მარკეტებიდან კონკრეტული სახეობების შერჩევა, საკვლევი ცილის და შესაბამისი მეთოდების შერჩევა, პოლიაკრილამიდის გელში ცილების სპექტრის შესწავლა, შერჩეული ნიმუშებიდან სამიზნე ცილა-მიოზინის იდენტიფიცირება western blot მეთოდით, მიღებული შედეგები BLAST სისტემით დამუშავება და ფილოგენეტიკური ხის აგება.