ka | en
TSU

კატაბალახას ფესვებში სესქვიტერპენის მჟავების განსაზღვრის ახალი მეთოდის დამუშავება მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენებით

ავტორი: ლონდა ხარაიშვილი
ანოტაცია:

წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა სამკურნალო დანიშნულების მცენარე კატაბალახაში სესქვიტერპენის მჟავების ანალიზის სწრაფი ქრომატოგრაფიული მეთოდის დამუშავება ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის საფუძველზე მომზადებული მაღალეფექტური ქრომატოგრაფიული სვეტის გამოყენებით. ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი მეთოდის გამოყენებით მოხდა ანალიზის დროის შემცირება ევროპის ფარმაკოპეით მოწოდებულ მეთოდთან შედარებით 24 წუთიდან 4 წუთამდე, ხოლო გამოყენებული მოძრავი ფაზის ხარჯი ერთ ანალიზზე გადაანგარიშებით შემცირდა დაახლოებით 10-ჯერ. ამრიგად, ახალი მეთოდი არის არა მარტო სწრაფი, არამედ ასევე „მწვანე“.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com