ka | en
TSU

ჰიდანტოინების ახალი ქირალური ნაწარმების ენანტიომერების დაყოფა ცელულოზას და ამილოზას საფუძველზე მომზადებული ქირალური სელექტორებით ნორმალურფაზიან მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: ნინო არაბიძე
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა ჰიდანტოინების ახალი ქირალური ნაწარმების ენანტიომერების დაყოფა ნორმალურფაზიანი მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით. შესწავლილი იქნა 12 ჰიდანტოინი. ქირალურ სელექტორად გამოყენებული იყო ცელულოზას და ამილოზას ნაწარმები, ხოლო მოძრავ ფაზად შერჩეული იქნა ნ-ჰექსანი/იზოპროპანოლის ნარევი სხვადასხვა თანაფარდობით. მოვახდინეთ რამოდენიმე ნივთიერების ენანტიომერების ფრაქციონირება და შევისწავლეთ ენანტიომერების ელუირების რიგი ჰიდანტოინების ახალი ქირალური ნაწარმების გამოყენებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com