ka | en
TSU

ძირტკბილას ფესვში გლიცერიცინის მჟავას განსაზღვრის ახალი მეთოდის დამუშავება სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენებით

ავტორი: გიორგი ტუხაშვილი
საკვანძო სიტყვები: სითხური ქრომატოგრაფი, გლიცერიცინის მჟავა, ძირტკბილა.
ანოტაცია:

უძველესი დროიდან ადამიანები დაინტერესებული იყვნენ ძირტკბილას სამკურნალო თვისებებით. მცენარე ძირტკბილა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარეა სამკურნალო მცენარეებს შორის, რომლის გამოყენებაც ხდება სამრეწველო მასშტაბით. ნედლეულად გამოყენებულია მცენარის ფესვი. ძირტკბილას ფესვებში შემავალი კომპონენტი, გლიცერიცინის მჟავა, ხასიათდება სამკურნალო თვისებებით. ასევე იგი განაპირობებს ძირტკბილას ფესვის გემოვნურ თვისებებს. გლიცერიცინის მჟავა საქაროზაზე 30-50-ჯერ უფრო ტბილია და ამასთან ერთად სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. გლიცერიცინის მჟავას რაოდენობა განაპირობებს ძირტკბილას ფესვის ხარისხს და გვიჩვენებს რამდენად ღირებულია იგი ამა თუ იმ დანიშნულებისთვის. აქედან გამომდინარე ევროპის ფარმაკოპეის მიერ მოწოდებულია ძირტკბილას ფესვში გლიცერიცინის მჟავას რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდი მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენებით. ევროპის ფარმაკოპეიის მიერ შემოთავაზებული მეთოდი ემყარება ადსორბენტად მთლიანად ფოროვანი სილიკაგელის გამოყენებას, არის შედარებით ხანგრძლივი და მოითხოვს დიდი რაოდენობით მოძრავი ფაზის გამოყენებას. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა ძირტკბილას ფესვში გლიცერიცინის მჟავას რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდის დამუშავება მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის და ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის საფუძველზე მომზადებული მაღალეფექტური სვეტის გამოყენებით. ამის შედეგად მოხდა ანალიზის ხანგრძლივობის და გამოყენებული მოძრავი ფაზის დანახარჯის მნიშვნელოვანი შემცირება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com