ka | en
TSU

ჰიდანტოინების ახალი ქირალური ნაწარმების ენანტიომერების დაყოფა ცელულოზასა და ამილოზას საფუძველზე მომზადებული ქირალური სელექტორების და პოლარულ-ორგანული მოძრავ ფაზების გამოყენებით

ავტორი: მარიამი ბერიძიშვილი
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერი, ჰიდანტოინი
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა ჰიდანტოინების ახალი ქირალური ნაწარმების ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით. შესწავლილ იქნა 12 ქირალური ჰიდანტოინი. ქირალურ სელექტორებად გამოყენებულ იყო ცელულოზას და ამილოზას ნაწარმები, ხოლო მოძრავ ფაზად შერჩეული იქნა მეთანოლი და აცეტონიტრილი. მოვახდინეთ რამოდენიმე ნივთიერების ენანტიომერების ფრაქციონირება და შევისწავლეთ ენანტიომერების ელუირების რიგი მონიშნული ნიმუშების გამოყენებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com