ka | en
TSU

ინტუიციონისტური და პითაგორეანული ფაზი-TOPSIS -ზე დაფუძნებული MAGDM. გამოყენება განხილვაზე დაფუძნებულ ონლაინ სასტუმროების შერჩევაში.

ავტორი: ნიკოლოზ ბახტაძე
საკვანძო სიტყვები: მრავალ კრიტერიუმიანი ამოცანა, მრავალ კრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღება, განუზღვრელობა, ფაზი სიმრავლე, ფაზი რიცხვი, ინტუიციონისტური და პითაგორეანული ფაზი სიმრავლეები და რიცხვები, ინტუიციონისტური და პითაგორეანული ფაზი TOPSIS მეთოდები, სასტუმროს შერჩევა
ანოტაცია:

მრავალატრიბუტული გადაწყვეტილების მიღების ამოცანები ძალიან აქტუალური თემაა და დროთა განმავლობაში მისი აქტუალობა კიდევ უფრო მეტად იზრდება და იზრდება. ეს კი გამოწვეულია მრავალი ფაქტორით, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნიკური, მეცნიერული პროგრესი, მომხმარებლების მხრიდან მეტი მოთხოვნილება, თანამედროვე მსოფლიოს თანდათანობით გაციფრულება და ზოგადად გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი ინტელექტუალურ სისტემების მოთხოვნებზე პრაქტიკაში სულ უფრო ზრდადი მოთხოვნა. ეს ყველაფერი კი ხაზს უსვამს ასეთი თემატიკის მნიშვნელოვანებას და აქტუალობას. შესაბამისად, ჩვენს წინაშე არის ერთი მნიშვნელოვანი და მტკიცე პრობლემა, რომელიც ამ ნაშრომში უნდა გადავჭრათ. ეს კი გახლავთ მრავალატრიბუტული გადაწყვეტილების მიღების ამოცანა. მრავალატრიბუტული გადაწყვეტილების მიღების ამოცანის გადაჭრა კი შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი ინტელექტუალური სისტემის შექმნითა და რეალიზაციით. ამ ნაშრომში, კი ჩვენი მიზანი იქნება, რომ შევქმნათ ინტუიციუნისტური და პითაგორეანული ფაზი TOPSIS მეთოდებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი ინტელექტუალური სისტემები და მოვახდინოთ მათი რეალიზაცია. აღსანიშნავია, რომ ამ სისტემებში შემავალი მონაცემები საექსპერტო ბუნების იქნება, ხოლო ინფორმაციის წყაროდ ექსპერტი და მისი ცოდნა წარმოგვიდგება. TOPSIS(Technique for Order of Preference by Similarity to Ideal Solution) კი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა არამკაფიო გადაწყვეტილების მიღების დროს, როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. კვლევის საგანი ძირითადად იქნება ინტუიციუნისტური და პითაგორეანული ფაზი TOPSIS მეთოდების მეშვეობით მრავალატრიბუტული გადაწყვეტილების მიღების ამოცანის შესრულება, ამოხსნა. კვლევის, ნაშრომის, ძირითადი ობიექტი იქნება ფაზი TOPSIS მეთოდები, მათი განხილვა, ბიჯები და მათზე დაფუძნებული სისტემის, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული და პროგრამული რეალიზაცია. თეორიული, პრაქტიკული და პროგრამული რეალიზაცია კი შეეხება განხილვაზე დაფუძნებულ ონლაინ სასტუმროების შერჩევას. ძირითადი მოსალოდნელი შედეგი იქნება ამ TOPSIS მეთოდების მიხედვით ისეთი გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი ინტელექტუალური სისტემის შექმნა, რომელიც გადაჭრის მრავალატრიბუტული გადაწყვეტილების მიღების ამოცანების შესრულების პრობლემას. რა თქმა უნდა, ეს პირველი ნაშრომი არ არის ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა არის რამდენიმე კომპონენტი, რომელიც განასხვავებს ჩვენს მიერ დაწერილ ნაშრომს წინამორბედებისგან. ინტუიციუნისტური და ფაზი TOPSIS მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ წინა ნაშრომებში თითქმის ან საერთოდ არ გვხვდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ფაზი სიმრავლე ან ფაზი რიცხვი. გაკვრით თუ არის ხოლმე ნახსენები ინტუიციუნისტური და პითაგორეანული ფაზი სიმრავლეები და რიცხვები. ასევე, წინა ნაშრომებში ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ არის გამოყენებული ხელით დათვლის ტექნიკა, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუადვილებს ინტუიციუნისტური და პითაგორეანული ფაზი TOPSIS მეთოდების ბიჯების მუშაობას. ხოლო ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, ხელს შეუწყობს ადამიანის მიერ ამ ნაშრომის სწორად და კარგად აღქმასა და გაგებას!



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com