ka | en
TSU

დემპსტერ-შეიფერის სტრუქტურა და აგრეგირებები MADM-ში. გამოყენება სამედიცინო დიაგნოსტიკაში.

ავტორი: მერი ჭონიშვილი
საკვანძო სიტყვები: გადაწყვეტილების მიღება მრავალკრიტერიუმიან გარემოში, დემპსტერ-შეიფერის ნდობის სტრუქტურა, ფაზი-ზომა, აგრეგირების მეთოდები, q-რანგის ორთოწყვილური ფაზი-რიცხვები, შოკეს ინტეგრალი, დისკრიმინაციული ანალიზი, დემფსტერის ექსტრემალური მოლოდინები, სამედიცინო დიაგნოსტიკა
ანოტაცია:

სამედიცინო დიაგნოსტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როცა დიაგნოზის დასმაში მონაწილეობს მრავალი სიმპტომი და ამ სიმპტომთა კომბინაციები. თითოეულ კომბინაციას შეიძლება მიენიჭოს სხვადასხვა წონა ექსპერტთა ცოდნაზე ან დაგროვილ მონაცემებზე დაყრდნობით. იკვეთება მსგავსება დიაგნოზის დასმის პროცესსა და დემპსტერ-შეიფერის მონაცემთა ტანის მეშვეობით გადაწყვეტილების მიღებას შორის. დიაგნოზები შეესაბამება ალტერნატივებს, ხოლო სიმპტომები - კრიტერიუმებს. ურთიერთქმედებაში მყოფ სიმპტომთა ჯგუფები შეგვიძლია შევუსაბამოთ ფოკალურ ელემენტებს, ამ ჯგუფთა მნიშვნელოვნება კი - ფოკალურ ალბათობებს (მასებს). მას შემდეგ, რაც სამედიცინო დიაგნოზის დასმის ამოცანას მოვაქცევთ დემპსტერ-შეიფერის ნდობის სტრუქტურის ფარგლებში, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის აგრეგირების მეთოდი, რათა მოვახდინოთ შესაძლო ალტერნატივათა (დიაგნოზთა) რანჟირება და სარწმუნო დიაგნოზთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიღება. თუ დემპსტერ-შეიფერის ნდობის სტრუქტურაში სარგებლიანობათა მატრიცს q რანგის ორთოწყვილური ფაზი-რიცხვებით შევავსებთ, სისტემაში ექსპერტული ცოდნის უფრო ფართოდ ასახვის საშუალება გვექნება. გარდა ამისა ალტერნატივათა რანჟირებაზე გავლენა შეგვიძლია ვიქონიოთ აგრეგირების სხვადახვა მეთოდის გამოყენებით. ნაშრომის მიზანია ჩავრთოთ q-რანგის ფაზი-რიცხვები დემპსტერ-შეიფერის ნდობის სტრუქტურის მეშვეობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოვარგოთ მიღებული სისტემა სამედიცინო დიაგნოზის დასმის ჰიპოთეტურ ამოცანას. გადაწყვეტილების მიღების პროცესის აღწერისას განვმარტავთ აგრეგირების რამდენიმე მეთოდს - მათ შორის აგრეგირებას შოკეს ინტეგრალის მეშვეობით და ახლებურ მიდგომას დისკრიმინაციული ანალიზის გამოყენებით. შედეგების სადემონსტრაციოდ შევქმნით დემო ვებ-აპლიკაციას. ის შედგება ადმინისტრატორის პანელისა და REST-API-სგან. ადმინისტრატორის პანელში შესაბამისი უფლებების მქონე მომხმარებელი შეძლებს დემპსტერ-შეიფერის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილების კონფიგურირებას. API-ს გამოყენებით კი მომხმარებლებს ამ კონკრეტული მონაცემებისთვის დაუბრუნდებათ განხილული აგრეგირების მეთოდების გამოყენებით მიღებული რანჟირებული შედეგები. ნაშრომში მიღებული შედეგები შეიძლება განვითარდეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შემთხვევაში. ეს საშუალებას მოგვცემს ჰიპოთეტური სცენარი გამოვიყენოთ რეალური ამოცანების გადასაჭრელად.


მიმაგრებული ფაილები:

დემპსტერ-შეიფერის მონაცემთა ტანის გამოყენება სამედიცინო დიაგნოსტიკაში - პრეზენტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com