ავტორიზაცია
მიწის ზედაპირის ქვეშ სიცარიელის ელექტრომაგნიტური გამოძახილის ექსპერიმენტული კვლევა და მოდელირება
ავტორი: ილია ბუზალაძესაკვანძო სიტყვები: ნაღმი, დეტექტორი, სენსორი, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, კოჭა
ანოტაცია:
თანამედროვე სამყაროში მეტალის ჭურვებისა თუ ნაღმების აღმოჩენა და ამოცნობა არ წარმოადგენს რაიმე სირთულეს, ვინაიდან მრავალი მოწყობილობაა უკვე შექმნილი ასეთი ნაღმების აღმოსაჩენად, თუმცა ძალიან რთულია პლასტმასის და სხვა ამდაგვარი მასალისგან შექმნილი ნაღმების აღმოჩენა. პლასტიკური ნაღმების აღმოჩენა შესაძლებელია მოხდეს შემდეგი სახით: ასეთი ნაღმის აღმოჩენის მაგიერ ნიადაგში ვიპოვოთ სიცარიელეები, სადაც შესაძლებელია, რომ იყოს ნაღმი. ამ პროცესის საშუალებით პირველ რიგში შესაძლებელი იქნება ისეთი ადგილების პოვნა სადაც ჭურვი არაა მოთავსებული. თუკი ნიადდაგში არსებული სიცარიელის ფორმა საკმაოდ ზუსტად იმეორებს ზოგადად არსებული ნაღმების ფორმას, მაშინ ეს უკვე შესაძლებელია იყოს ნაღმის ადგილსამყოფელი. ნიადაგში ჩარჩენილი დიდი ხნის წინ დამონტაჟებული ნაღმების მიზეზით ძალიან ბევრი ადამიანი დასახიჩრდა და დაიღუპა, სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ შეიქმნას ახალი ტიპის ხელსაწყო, დეტექტორი, რომლის მიზანიცაა ნიადაგში სიცარიელეების აღმოჩენა შემდეგში ნაღმების საპოვნელად.