ka | en
TSU

კოაქსიალური კაბელების სიგრძეებიდან გამომდინარე სიგნალების ფაზური წანაცვლების ექპერიმენტული გამოკვლევა და მოდელირება

ავტორი: გიორგი დოლიძე
საკვანძო სიტყვები: ფაზური წანაცვლება, კოაქსიალური კაბელი, ექსპერიმენტული კვლევა, მოდელირება
ანოტაცია:

გაეროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეითსაწინააღმდეგო, (AP) ნაღმების გამოყენების გამო, ყოველწლიურად, 60-ზე მეტ ქვეყანაში, 26 ათასზე მეტი ადამიანი ზიანდება ან კვდება. მიუხედავად საეთაშორისო ხელშეკრულებისა, მსგავსი ნაღმების აკრძალვასთან დაკავშირებით, თანამედროვეობაში არ შემცირებულა AP ნაღმების გამოყენების მასშტაბები. ამ მხრივ, ყველაზე დიდი გამოწვევა აუფეთქებელი, მიწით დაფარული ნაღმების აღმოჩენა და გაუვნებელყოფაა. მეტალისგარსიანი ნაღმების შემთხვევაში აღმოჩენის პრობლემა მეტწილად გამოკვლეული და გადაჭრილია. უკვე არსებობს რადარები, რომლებიც დანერგილი და ფართოდ გამოიყენებადია. მეტალური ნაღმების შემთხვევაში, პირდაპირი დაკვირვება ხდება ნიადაგში ნაღმის/ჭურვის მსგავს მეტალის საგნეზე. თუმცა ასეთი მიდგომა არ გამოდგება არამეტალურ AP-ების აღმოსაჩენად. არამეტალური/შუალედური გამტარებლობის მქონე ობიექტების დეტექტირებისთვის კლასიკური მიდგომა გამოუსადეგარია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ნიადაგში არათანაბრობების, ნაღმის ფორმის ღრუ არეების აღმოჩენა. ნიადაგის ელექტრომაგნიტური მახასიათებლების გამოკვლევით, შესაძლებელი გახდება მასში არსებული სიცარიელეებისგან (ნიადაგის არათანაბრობრბის), ელექტრომაგნიტური გამოძახილის გამოყენებით, ნიადაგში არსებული საგნის როგორც ვიზუალიზაცია, ასევე მისი EM მახასიათებლების დადგენა. ამრიგად, საკმაოდ დიდი სიზუსტით შეიძლება განისაზღვროს ნაღმის არსებობა და მდებარეობა, რაც შეამცირების განაღმვის ღირებულებას, საჭირო დროს, ადამიანურ რესურსს და სხვ. ზემოთ აღწერილი მიდგომა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. არ არსებობს მზა ხელსაწყოები, რომლებიც მოთხოვნის მასშტაბურობას დააკმაყოფილებს. მიუხედავად აღწერილი მიდგომის ფიზიკის სიცხადისა, საკმაოდ კომპლექსურია მსგავსი სენსორის დაყალიბება. მოცემულ სამაგისტრო ნაშრომში თეორიულად გამოთვლილი, მოდელირებული და გაზომილი იქნება სენსორით მიღებული გამოძახილი ველის აბსოლუტური მნიშვნელობა ფაზური წანაცვლების გათვალისწინებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com