ავტორიზაცია
Pseudomonas aeruginosa და Acinetobacter baumannii - ით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო ბაქტერიოფაგების მიმართ ანტიფაგური ანტისხეულების წარმოქმნის დინამიკის შესწავლა თაგვის მოდელზე
ავტორი: სოფიკო სტურუათანაავტორები: სოფიკო სტურუა
ანოტაცია:
Pseudomonas aeruginosa და Acinetobacter baumannii-ს საავადმყოფოსშიდა ინფექციების, იგივე ნოზოკომიალური ინფეცქიების ეთიოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ, რის გამოც მათთან ბრძოლა კლინიკური მედიცინის პრიორიტეტს წარმოადგენს. ორივე მიკროორგანიზმი მდგრადია ძალიან ბევრი ანტიბიოტიკის მიმართ. ამგრავად ამ ოპორტუნისტული პათოგენების და ანტიბიოტიკორეზისტენტული ბაქტერიული შტამების გავრცელებამ, გაანახლა ინტერესი ფაგოთერაპიის მიმართ მსოფლიოს მასშტაბით. იმისათვის რომ ახალი ფაგური პრეპარატის კლინიკაში დანერგვა მოხდეს ამისთვის აუცილებელია წინა საექსპერიმენტო საფეხურების გავლა, პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით. მოცემული კვლევის ობიექტს წარმოადგენდა, Acinetobacter baumannii და Pseudomonas aeruginosa-ს მიმართ სპეციფიკური ფაგები: Vb-AbS და BT-8. აღნიშნული ფაგებისთვის შევისწავლეთ სხვადასხვა ბიოლოგიური მახასიათებლები: ბაქტერიოფაგების სუფთა ხაზის მიღება, გამრავლება (დაკონცენტრირება), ლიზისური სპექტრი და ლიზისური სტაბილობა თხიერ საკვებ არეში, რისთვისაც გამოვიყენეთ ნახევრად გასუფთავებული ფაგური პრეპარატები (ფაგოლიზატი). ცხოველებზე სამოდელო ცდებში გამოყენებული იყო სუფთა ხასის მდედრი თაგვები (CD1). ფაგოლიზატის შეყვანას ვახდენდით ცხოველის კანქვეშ,როგორც ცალ-ცალკე ასევე კოქტეილის სახით. კვლევის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა, ანტიფაგური ანტისხეულების წარმოქმნის დინამიკის შესწავლას თაგვის მოდელზე, ფაგების ერთჯერადი შეყვანით. წარმოქმნილი ანტისხეულების რაოდენობრივ განსაზღვრას შრატში ვახდენდით ფაგის ნეიტრალიზაციის რეაქციის გზით, ფაგის შეყვანიდან მე-14, 21-ე, 30-ე და 45-ე დღეს. შედეგებმა გვიჩვენა, რომ მანეიტრალიზებელი ანტისხეულების რაოდენობა თაგვის ორგანიზმში საკმაოდ მაღალი პროცენტობით ფიქსირდებოდა მე-14 დღიდან და პიკს აღწევდა 21-ე დღეს. BT-8 და Vb-AbS ფაგების ბიოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, და ის რომ მათ აქვთ უნარი სწრაფად შეაღწიონ საექსპერიმენტო ცხოველების სისხლში, შეგვიძლია დავასკვნათ რომ ამ კონკრეტული ფაგებებს აქვთ თერაპიული თვალსაზრისით გამოყენების პოტენციალი. ხოლო საექსპერიმენტო ცხოველების სისხლის შრატში, მანეიტრალიზებელი ანტისხეულების არსებობა, გვიჩვენებს თაგვის ორგანიზმის ადეკვატურ იმუნურ პასუხს, ფაგის ნუკლეოკაფსიდის წინააღმდეგ.