ავტორიზაცია
„ჰიპოკამპში გლუტამატური რეცეპტორების ფუნქციური ცვლილებები ქრონიკული სტრესის პირობებში“
ავტორი: თემური მანთაშაშვილითანაავტორები: ნანა კოშორიძე, გიორგი ბურჯანაძე
საკვანძო სიტყვები: ფსიქო-ემოციური სტრესი, სოციალური იზოლაცია, გლუტამატური რეცეპტორი, NMDA რეცეპტორი, Na/K-ATP-აზა
ანოტაცია:
ხანგრძლივმა სოციალურმა იზოლაციამ შესაძლებელია ლეტალური შედეგი გამოიწვიოს როგორც ცხოველურ მოდელებში, ასევე ადამიანში, რაც გამოიხატება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში, მათ შორის ნერვულ ქსოვილში მიმდინარე რთულ მოლეკულურ მექანიზმების ცვლილებაში. ამ კვლევაში ნაჩვენები იქნა, რომ ხანგრძლივი, 30-დღიანი სოციალური იზოლაცია იწვევს ექსპერიმეტული ცხოველების თავის ტვინის ჰიპოკამპის პლაზმური მემბრანის NMDA-რეცეპტორის ექსპერესიის გაძლირებას. ცნობილია, რომ NMDA-რეცეპტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სინაფსური პლასტიკურობისა და მეხსიერების რეგულაციაში. მისი აქტივაცია მნიშვნელოვნად ცვლის უჯრედშიდა Na+-ისა და K+-ის კონცენტრაციას, რომელიც შემდგომში აღდგება Na+/K+-ATPase-ს მოქმედებით. ჩვენს მიერ შესწავლილია 30-დღიანი სოციალური იზოლაციის პირობებში NMDA-რეცეპტორის სუბერთეულების ექსპრესიის ხარისხი ვირთაგვას თავის ტვინის ჰიპოკამპის უჯრედებში. ნანახი იქნა, რომ სოციალური იზოლაციის პირობებში შეინიშნება რეცეპტორის NMDA-N1 და NMDA-2B სუბერთეულების ექსპრესიის გაძლიერება. თუმცა ანალოგიური ცვლილებები NMDA-A2 სუბერთეულში ნანახი ვერ იქნა. ამის პარალელურად შესწავლილია Na+/K+-ATPase-ს აქტივობის ცვლილებაც. ნანახი იქნა,რომ რეცეპტორისაგან განსხვვებით აღინიშნება ფერმენტის აქტივობის დაქვეითება. ვესტერ-ბლოტის ანალიზის გამოყენებით ნანახი იქნა, რომ ფერმენტის აქტივობის ცვლილების მიზეზია მისი α-სუბერთეულის ექსპრესიის ხარისხის შემცირება.
მიმაგრებული ფაილები:
მანთაშაშვილი თემური [ka]