ავტორიზაცია
ზოგიერთი მძიმე მეტალის განსაზღვრა ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტის ნიადაგებში მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის გამოყენებით
ავტორი: მარიამ დავაძესაკვანძო სიტყვები: მძიმე მეტალები, ბოლნისი, მარნეული, მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრი
ანოტაცია:
ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი ნიადაგებში მძიმე მეტალების შემცველობასთან დაკავშირებით. მძიმე მეტალებით დაბინძურებული ნიადაგები მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოს მინერალურ რესურსებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მადნეულის ქალკოპირიტის საბადოს. მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინანტი მუშაობს სპილენძი-ტყვია-თუთიის საბადოების ბაზაზე. საბადოების დამუშავება ხდება ღია კარიერული წესით, რაც აბინძურებს გარემოს მძიმე მეტალებით. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა ბოლნისის და შედარების მიზნით, მის ახლოს მდებარე, მარნეულის მუნიციპალიტეტების ნიადაგებში, ზოგიერთი მძიმე მეტალის (Cd, Pb, Zn, Ni, Cu, Mn და Fe) საერთო შემცველობის დადგენა მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური მეთოდის საშუალებით, მათი განაწილების კანონზომიერების შესწავლა და გარემოს ეკოქიმიური შეფასება.