ka | en
TSU

ზრდასრული ვირთაგვას ღვიძლსა და თირკმელში ცალმხრივი ნეფერექტომიით გამოწვეული ორგანოთაშორისი, კომპენსატორული მექანიზმების შედარებითი შესწავლა

ავტორი: თათია ჭიქაშვილი
ანოტაცია:

ორგანოთაშორის კომპენსატორულ-შეგუებითი პროცესების აქტივაციის თავისებურებების დადგენის მიზნით, ჩატარებულია ცალმხრივი ნეფრექტომიის საპასუხოდ, ზრდასრული თეთრი ვირთაგვების ღვიძლისა და თირკმლის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების შედარებითი შესწავლა. ნაჩვენებია, რომ ვირთაგვას ღვიძლის ჰისტოარქიტექტონიკაზე ცალმხრივი ნეფრექტომიით განპირობებული სტრუქტურული ცვლილებები და შესაბამისად, ღვიძლზე გაზრდილი ფუნქციური დატვირთვა, ჰეპატოციტებში გენომის ჯერადად ზრდის ინიცირებას იწვევს. კერძოდ, ოპერაციიდან 72-ე სთ-ზე მცირდება დიპლოიდური (2c) უჯრედების რაოდენობა და იზრდება ორბირთვიანი ტეტრაპლოიდური უჯრედების (2cx2) რაოდენობა. 2cx2 უჯრედების მატება იმაზე მიუთითებს, რომ მათი წარმოქმნა არასარული მიტოზით მიმდინარეობს, და სრულდება მხოლოდ კარიოკინეზით, ციტოკინეზის გარეშე (პოლიპლოიდიზაცია). დადგინდა, რომ ცალმხრივი ნეფრექტომიიდან საწყის ეტაპზე (48სთ) დარჩენილი თირკმლის ქსოვილში აღინიშნება მხოლოდ მცირედი სტრუქტურული ცვლილებები. ამავე დროს, საკონტროლო მაჩვენებელთან შედარებით ასევე მცირედ, მაგრამ სარწმუნოდ იზრდება მიტოზური ინდექსი და ორბირთვიანი ტეტრაპლოიდური უჯრედების რაოდენობა. თირკმელში ღვიძლთან შედარებით, 24 საათით ადრე ორბირთვიანი უჯრედების რაოდენობრივი მატება იმით აიხსნება რომ წყვილი ორგანოდან ერთ-ერთის რეზექციის საპასუხოდ, ფუნქციური დატვირთვა პირველ რიგში დარჩენილ თირკმელზე იზრდება.


მიმაგრებული ფაილები:

ზრდასრული ვირთაგვას ღვიძლსა და თირკმელში ცალმხრივი ნეფერექტომიით გამოწვეული ორგანოთაშორისი, კომპენსატორული მექანიზმების შედარებითი შესწავლა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com