ka | en
TSU

დისკური ტიპის ობიექტები ასტროფიზიკაში და აკრეციის მოვლენა

ავტორი: მარიამი ქავთარაძე
საკვანძო სიტყვები: ასტროფიზიკური დისკოები, აკრეცია, არამდგრადობები, ტურბულენტობა.
ანოტაცია:

სემინარი შეეხება ასტროფიზიკური დისკის ტიპის უწყვეტ გარემოში მიმდინარე პროცესებს და დისკური ნივთიერების ცენტრისაკენ აკრეციის მოვლენის განხილვას. ნივთიერების აკრეცია დისკების მიერ გენერირებული ჯეტებისა და გამოსხივების ენერგეტიკულ წყაროს წარმოადგენს. თვით აკრეცია კი დისკებში მიმდინარე მრავალფეროვანი პროცესების შედეგია. ამ მრავალფეროვნებას ჰქმნის დისკებში არერთგვაროვანი ბრუნვის გამო ინიცირებული და ფორმირებული ტურბულენტობა. განხილული იქნება დისკური ტურბულენტობის წარმოქმნის ახალი შესაძლო წრფივი მექანიზმები და ნაჩვენები იქნება არაწრფივობის სპეციფიური ტიპის - განივი კასკადის - მნიშვნელობა დისკური ტურბულენტობის თვითშენარჩუნებისათვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com