ავტორიზაცია
გოდერძის უღელტეხილის აპიდოფაუნის (Hymenoptera; Apoidea) ბიომრავალფეროვნება, როგორც ეკოსისტემების სტაბილურობისა და მდგრადობის ფაქტორი
ავტორი: მაია ჩუბინიძესაკვანძო სიტყვები: აპიდოფაუნა, სისტემატიკა, ბიოეკოლოგია
ანოტაცია:
გოდერძის უღელტეხილი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ხასიათდება ეკოსისტემათა იშვიათი და უნიკალური მოზაიკურობით. დასახელებულ ტერიტორიაზე დღეს წარმოდგენილია ფიტოცენოზთა შემდეგი ძირითადი ასოციაციები: სუბალპური ტყის მცენარეულობა; სუბალპური მაღალბალახეულობა, ალპური მდელოები. გოდერძის უღელტეხილის მსგავსი ეკოსისტემების აპიდოფაუნისტური კვლევა პირველად ჩატარდა. საველე ექსპედიციების შედეგად გამოვლინდა ფუტკრისნაირთა ახალი ტაქსონომიური სტრუქტურა, განისაზღვრა სპეციფიკურ ჰაბიტატებში პოპულაციის რაოდენობა და სიმჭიდროვე. გამოვიკვლიეთ ენტომოფაუნის წარმომადგენლების კვებით კავშირი ყვავილოვან მცენარეებთან. ეს ორი ჯგუფი მჭიდრო სიმბიოზურ ურთიერთობაშია ერთმანეთთან და ეკოსისტემების მსგრადობას უზრუნველყოფენ. დამამტვერიანებლების მრავალ ჯგუფს ახასიათებს განსაკუთრებული მგრძნობელობა გარემოს სხვადასხვა გამაღიზიანებელ ფაქტორზე და პოპულაციას გადაშენებისადმი უფრო მგრძნობიარეს ხდის. ფუტკრისნაირთა სახეობრივი და რაოდენობრივი ანალიზით, ბიოეკოლოგიით განვსაზღვრეთ გოდერძის უღელტეხილზე კონკრეტული ჰაბიტატების აპიდოფაუნის ბიომრავალფეროვნება.