ka | en
TSU

ანიმაციური ვებსაიტების და თამაშების შემუშავების თანამედროვე ძრავების თავისებურებები (Pixi.js-ის მაგალითზე)

ავტორი: შალვა რაქვიაშვილი
საკვანძო სიტყვები: PixiJS, HTML5, Canvas, WebGL
ანოტაცია:

1991 წელს პირველი ვებსაიტის შემქმნისას რთული წარმოსადგენი იყო თუ სადამდე შეიძლებოდა ინტერნეტი და ვებსაიტების ვიზუალი განვითარებულიყო. დროთა განმავლობაში, ინტერნეტისა და კომპიუტერების მომხმარებელთა რიცხვის გაზრდის გამო ყველაფერი დაიხვეწა და განვითარდა. შეიქმნა უამრავი პროგრამირების ენა, რათა მუშაობის პროცესი უფრო მარტივი ყოფილიყო და რაც მთავარია, მეტი შესაძლებლობა მისცემოდა დეველოპერებს, რომ დიზაინერების ჩანაფიქრი ზუსტად მისულიყო მომხმარებლამდე. ასეთ დიდ ინდუსტრიაში არასდროს კარგავდა პოპულარობას ვიდეო თამაშები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში HTML5 თამაშების წარმატება. HTML5-ს აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება თამაშის დეველოპერებს: ოფლაინ აქტივების საცავი, 2D და 3D გრაფიკა, აუდიო API და ყველა ბრაუზერის მხარდაჭერა. ბოლო დროინდელი გამოწვევების გამო, უკვე 2013 წელს ხელმისაწვდომი გახდა PixiJS ძრავის გამოყენება. ეს არის უფასო ღია კოდის 2D ძრავა, რომელიც გამოიყენება ანიმაციური ვებსაიტებისა და HTML5 თამაშების შესაქმნელად. ეს არის ძალიან სწრაფად მოქმედი ძრავა და ეშვება სხვადასხვა პლათფორმაზე. მნიშვნელოვანია, რომ დამწყებ პროგრამისტებსაც არ უჭირთ მისი გაგება და გამოყენება. მათ არ სჭირდებათ წინასწარ რაიმე იცოდნენ WebGL API-ს შესახებ, თავის მხრივ კი PixiJS-ის სინტაქსი ძალიან მარტივია და რაც მთავარია, ძალიან კარგი დოკუმენტაცია აქვს. ტექნოლოგიის წარმატების მიზეზების კვლევის გამო შეიქმნა სამაგისტრო ნაშრომი, რომლის მიზანია მსმენელს წარუდგინოს და გააცნოს PixiJS. ასევე თვალსაჩინოებისთვის დამატებით შესრულდა ბანქოს თამაში Set-ი, რითაც გამოჩნდა ტექნოლოგიის თავისებურებები და უარყოფითი თუ დადებითი მხარეები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com