ka | en
TSU

IT ინფრასტრუქტურის მართვის ჩარჩოს შემუშავება საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის

ავტორი: ოთარი მაჩალაძე
საკვანძო სიტყვები: ITIL, პროცესი, სამუშაო ნაკადი, სერვისები, სერვისული მოთხოვნა, ინციდენტი, რისკი
ანოტაცია:

ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ხელი შეუწყო ორგანიზაციებში თანამედროვე IT ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რა საქმიანობითაც არ უნდა იყოს დაკავებული ორგანიზაცია (მაგალითად, სასწავლო და ასე შემდეგ) მას უწევს მინიმუმ რამდენიმე განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენება. ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად თავს იჩენს ისეთი საკითხი როგორიცაა IT ინფრასტრუქტურისა და პროცესების მართვა, მართვის სწორად დაგეგმვა მნიშვნელოვანია როგორც ორგანიზაციის IT დეპარტამენტისთვის და აუდიტისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის (სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალი და სხვ.) რათა სწრაფად და სწორად მოხდეს IT მომსახურების გაწევა, როგორც ინფრასტრუქტურული მოთხოვნების მართვა, ასევე ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი სწორად წარმართვა. პრობლემის გადაწყვეტის არსებობს სტანდარტული გადაწყვეტები. მიმდინარე სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში შერჩეული იქნა ყველაზე ოპტიმალური პროგრამული უზრუნველყოფა JSM (Jira Service Management) და Jira Insight, რომლებიც იყენებენ ITIL სტანდარტებს. ITIL - მოიცავს იმ უახლეს, კარგად გამოცდილ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებს, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში IT პროცესების ცვლილებას/გაუმჯობესებას. აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით შემოთავაზებულია მიდგომა თუ როგორ უნდა მოხდეს სასწავლო დაწესებულებაში IT ინფრასტრუქტურის და პროცესების მართვა, არსებული პრობლემების დროულად დაფიქსირება და მისი პრევენცია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com