ავტორიზაცია
"სილილირებული სტიროლის შემცველი ხის ახალი კომპოზიტის ზრდასრულ თაგვებზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შესწავლა"
ავტორი: გვანცა ნახუცრიშვილიანოტაცია:
წარმოდგენილი ნაშრომის მიზანი იყო თეთრი ზრდასრული თაგვების სხვადასხვა ქსოვილის მორფოფუნქციურ აქტიურობაზე სილილირებული სტიროლის შემცველი ხის და ვინილ ტრიეთოქსისილანით სილირირებული სტიროლის და თივის ბაზაზე შექმნილი ახალი კომპოზიციური მასალების ცოცხალ სისტემებზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შესწავლა. ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ როგორც ხის, ასევე, თივის ახალი კომპოზიტები, რომლებშიც შემაწებებლად გამოყენებულია სილილირებული სტიროლი და ვინილ ტრიეთოქსისილილირებული სტიროლი, არ იწვევს ექსპერიმენტული ცხოველების (თეთრი ზრდასრული თაგვები) პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტების საერთო რაოდენობის ცვლილებებს. ხის კომპოზიტი, რომელშიც მერქნის ბურბუშელას შემაწებებლად გამოყენებულია სილილირებული სტიროლი, არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ზრდასრული თეთრი თაგვების სხვადასხვა ქსოვილის მორფო-ფუნქციურ აქტიურობაზე. დადგნდა, ასევე, რომ ვინილ ტრიეთოქსისილანით სილირირებული სტიროლის და თივის ბაზაზე შექმნილ კომპოზიციური მასალის ფილებს არ გააჩნია ზრდასრული თაგვების სხვადასხვა ქსოვილის ჰისტოარქიტექტონიკასა და პროლიფერაციულ აქტიურობაზე უარყოფითი ზემოქმედების უნარი.