ka | en
TSU

ვებ-აპლიკაცია რესტორანში გადახდებისთვის

ავტორი: ჯაბა შეყლაშვილი
თანაავტორები: მარიამ მარკოზაშვილი, იოსებ შველიძე
საკვანძო სიტყვები: უსაფრთხო გარემო, დროის დაზოგვა, რიგების თავიდან არიდება, გადახდების გამარტივება, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან არიდება, ეკომეგობრული კვების ობიექტები.
ანოტაცია:

სწრაფი კვებისა თუ სარესტორნო ბიზნესში მომხმარებლებს უწევთ პირდაპირი კომუნიკაცია თანამშრომლებთან მენიუს არჩევისა თუ გადახდის დროს, რაც ხშირ შემთხვევაში დიდ დროს მოითხოვს, კვების ობიექტებზე მაღალი მიმართვიანობა იწვევს რიგებსა და არაკომფორტულ გარემოს. საქართველოს ბაზარზე ხშირად არ გვხვდება კვების ობიექტები, სადაც აღნიშნული პროცესები პროგრამული უზრუნველყოფით არის იმპლემენტირებული. ჩვენი მიზანია მოვახდინოთ ამ პროცესების ავტომატიზაცია ვებ აპლიკაციის მეშვეობით, რაც საშუალებას მოგვცემს დავზოგოთ დრო, თავი ავარიდოთ რიგებს და მოვახდინოთ გადახდის გამარტივება, რაც თავიდან აგვარიდებს ნაღდი ანგარიშსწორებისა და საკრედიტო ბარათების პირდაპირ გამოყენებას. აპლიკაცია კლიენტს მისცემს საშუალებას შეუკვეთოს და გადაიხადოს თანხა რესტორანში მიმტანთან ურთიერთობის გარეშე. რესტორნის იდენტიფიკაციისათვის აპლიკაცია გამოიყენებს მაგიდაზე განთავსებულ QR კოდს, რომლის დასკანერების შედეგად მომხმარებელი იხილავსიმ რესტორნის მენიუს, რომელშიც იმყოფება. მენიუდან სასურველი კერძების არჩევის შემდეგ იგი გადაიხდის თანხას და ამის შემდეგ დაფიქსირდება შეკვეთა. არჩევანი შევაჩერეთ ვებ აპლიკაციაზე, რადგან მომხმარებელს ჰქონოდა შესაძლებლობა, თავად აერჩია მისთვს მოსახერხებელი მოწყობილობა. რეალიზებისთვის გამოვიყენეთ QR-კოდის ჯავასკრიპტ-ბიბლიოთეკა, Front-End ნაწილში HTML, CSS, JavaScript, Bootstrap, Back-End-სთვის Laravel ფრეიმვორკი, ხოლო მონაცემთა ბაზების ასაგებად- MySQL. აპლიკაციის გამოყენება შეუძლიათ კვების ობიექტებს, ობიექტის შიგნით კი როგორც მოხმარებლებს, ასევე თანამშრომლებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com