ავტორიზაცია
კოსმეტიკური საშუალებების ქიმია და ტექნოლოგია
ავტორი: ნანა ხუნდაძესაკვანძო სიტყვები: უახლესი კოსმეტიკური ტექნოლოგიები, ქიმიური ნივთიერები, სურფაქტანტები, ემულგატორები, კონსერვანტები, დამარბილებელი, პიგმენტიაცია, კანის მოვლის ფორმულირებები.
ანოტაცია:
კოსმეტიკური მეცნიერება სწრაფად განვითარებადი სფეროა. გარდა ამისა, სწრაფი და მნიშვნელოვანი ცვლილებები კოსმეტიკის მსოფლიო მარეგულირებელ ორგანიზაციებში, მზარდი შეზღუდვები და კოსმეტიკური ინგრედიენტების არჩევისას არსებული ლიმიტები და მედიის რეგულარული ზეწოლა, აიძულებს კოსმეტიკის მწარმოებლებს, უფრო მკაცრად იფიქრონ საკუთარი პროდუქციის ხარისხზე. კოსმეტიკური ინდუსტრია საკმაოდ ფართოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის მერყეობს პომადიდან თვალის ჩრდილებამდე, სახის კრემებიდან ტონალურებამდე. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს აქვს განსხვავებული სახის კანი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის არჩევის წინ სხვადასხვა ფაქტორების ყურადღებით გათვალისწინება. სილამაზის სფეროში მეცნიერების მზარდი გამოყენების გამო, ზღვარი კოსმეტიკურ და სამედიცინო კვლევებს შორის ბუნდოვანი ხდება. ქიმიური ნივთიერებების არასასურველი რეაქციები გავლენას ახდენს გარემოზე და ადამიანებზე, განსაკუთრებით მძიმე გრძელვადიან პერიოდში. მსხვილი კოსმეტიკური კომპანიების ლაბორატორიები ახორციელებენ მაღალტექნოლოგიურ კვლევებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მატრიქსის ბიოლოგია, ანტიოქსიდანტები და დაბერების პროცესები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფასთან ერთად სათანადო წესები და რეგულაციები უნდა დაწესდეს მათ წარმოებაზე, მარკეტინგსა და დისტრიბუციაზე.