ka | en
ავტორიზაცია
CPT სიმეტრიის დარღვევა გრავიტაციულ ველში და სამყაროს ბარიონული ასიმეტრია
ავტორი: თამარ მამადაშვილისაკვანძო სიტყვები: სამყაროს ბარიონული ასიმეტრია, სახაროვის პირობები, CPT თეორემა
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია სამყაროში მატერია-ანტიმატერიას შორის არსებული ასიმეტრია და ნაჩვენებია, რომ ეს შეიძლება აიხსნას სამყაროს გაფართოებით გამოწვეული CPT სიმეტრიის დარღვევით. პირველ თავში მიმოხილულია ბარიონული ასიმეტრიის პრობლემა, მოყვანილია სახაროვის პირობები და ამ პირობების დარღვევა სტანდარტულ მოდელში. მეორე თავში განხილულია CPT თეორემა მინკოვსკის სივრცეში, მესამე თავი ეძღვნება ძლიერ გრავიტაციულ ველებში CPT სიმეტრიის დარღვევას. დასკვნითი მეოთხე თავი ეხება თეზისების მთავარ ამოცანას. ნაჩვენებია, რომ GUT სკალაზე CPT დარღვევის გამო გენერირებული ბარიონული ასიმეტრია ემთხვევა დამზერად მნიშვნელობას.
მიმაგრებული ფაილები:
CPT სიმეტრიის დარღვევა გრავიტაციულ ველში და სამყაროს ბარიონული ასიმეტრია [ka]