ka | en
TSU

ლექსიკოგრაფიული საინფორმაციო სისტემის მოდელი

ავტორი: სალომე სარსევანიძე
ანოტაცია:

თანამედროვე, გლობალურ სამყაროში წამოუდგენელია სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს ენა, რომელიც ტექნოლოგიურად სრულად არ იქნება მხარდაჭერილი. იმისათვის, რომ ქართული არ იქცეს თანამედროვე სამყაროში უფუნქციო ენად, ღირებული ინფორმაციის მიმოცვლისთვის აუცილებელია ენის ტექნოლოგიზება. ნაშრომში წარმოდგენილია მონაცემთა ბაზის სისტემის ზოგადი დიზაინი ლექსიკური ინფორმაციისთვის, რომლის წვდომა შესაძლებელია როგორც ლექსიკოგრაფიული, ისე ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. განხილულია ლექსიკოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შემუშავების აბსტრაქტული მოდელი. ასევე, ტერმინოლოგიური მონაცემთა კოლექციების შექმნის, გაზიარებისა და გაცვლის მიდგომა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთანავე, აღწერილია ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს თავსებადი ტერმინოლოგიური მარკირების ენების განსაზღვრას. მონაცემთა ერთიანი გაერთიანებული მოდელის გამოყენება აადვილებს საერთო ინფორმაციის გადაცემას ტერმინთა ბაზებსა და ლექსიკონებს შორის, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის გაზიარებას და ხელახლა გამოყენებას. კომბინირებული მოდელი ეფუძნება LMF და TMF მეტამოდელებს ლექსიკოგრაფიული და ტერმინოლოგიური მონაცემთა ბაზებისთვის და თავსებადია ორივესთან, რაც იძლევა ინფორმაციის იმპორტის საშუალებას არსებული ლექსიკონებიდან და ტერმინთა ბაზებიდან. ქართველ ლექსიკოგრაფთა გუნდმა დიდი გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა ტერმინოლოგიურ ლექსიკონებზე მუშაობისას. ფასდაუდებელი შრომის შედეგად შექმნილია სხვადასხვა ტიპის ლექსიკონები, მათ შორის ტერმინოლოგიური, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს ისეთი დარგების ტერმინოლოგიას, როგორიცაა: ელექტრონული და კომპიუტერული ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, საავტომობილო, სამშენებლო, სარკინიგზო და სხვა. ნაშრომის გამოყენება შეუძლია ლექსიკოგრაფიისა და ტერმინოგრაფიის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული გაციფრულების პროქტებზე მომუშავე შესაბამის დარგობრივ სპეციალისტებს. განხილული მიდგომები დაეხმარება ქართული ენის ინტეგრაციას საერთაშორისო ციფრულ მთარგმნელობით პროდუქტებსა და პროგრამებში, რაზეც დამოკიდებულია ქართული სახელმწიფო ენის, როგორც კულტურული იარაღის, მომავალი და მისი ღირსეული ადგილის დაკავება მსოფლიოს მოწინავე ენებთან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com