ka | en
TSU

ინტელექტუალური რობოტის პროტოტიპები

ავტორი: გიერგ წიფიანი
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, ადამიანი-კომპიუტერის ურთიერთქმედება, ნეირონული ქსელები, ბუნებრივი ენის დამუშავება, ინტელექტუალური რობოტი, ჩატბოტი, spaCy, Python
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომში განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან თანამედროვე საკითხს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (Artificial Inteligence - AI) და მის საფუძველზე შევქმნით ინტელექტუალურ რობოტს - ჩატბოტს. ჩატბოტი არის თანამედროვე კომუნიკაციის ისეთი ფორმა, რომლის მუშაობის პრინციპიც ეფუძნება ადამიანის ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობას. ჩატბოტის შესაქმნელად გამოვიყენებთ ბუნებრივი ენის დამუშავების ერთ-ერთ მძლავრ ბიბლიოთეკას - spaCy-ს და Python-ის პროგრამირების ენას. თუმცა, ვინაიდან ჩატბოტი და ნებისმიერი ინტელექტუალური რობოტი წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტს, გავეცნობით მის ზოგად სპეციფიკასა და თანამედროვე მიდგომებს ამ სფეროში. როგორც ვიცით, ხელოვნური ინტელექტი არის კომპიუტერული სისტემების თეორია, რომელიც გულისხმობს კომპიუტერისა და რობოტის უნარს, შეასრულონ სამუშაოები, რომლებსაც ზოგადად ასრულებენ ადამიანები, რადგანაც სწორედ ადამიანის ინტელექტი და „გონებაგამჭრიახობაა“ საჭირო მსგავსი საქმეების შესასრულებლად. ჩვენს შემთხვევაში სწორედ ჩატბოტს შეუძლია ადამიანის მსგავსად კლიენტს მიაწოდოს სერვისი. ამ საქმის შესრულებაში მთავარ როლს თამაშობს ბუნებრივი ენის დამუშავება. ვინაიდან, ხელოვნური ინტელექტის მთავარ პრობლემას წარმოადგენს კომპიუტერის მიერ ადამიანის უნარების იმიტაციის სირთულე, საქმე გვაქვს თანამედროვე დაბრკოლებასთან, რომლის გადალახვაც დრო და დრო თანამედროვე მეთოდების შემუშავებასთან ერთად მიმდინარეობს. ბუნებრივია, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და იგი გავლენას ახდენს პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიისა და ყველა ადამიანის მომავალზე. რადგანაც ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რა თქმა უნდა, მოგვიწევს მისი კრიტერიუმების განხილვა ცალკე ჭრილში. განვიხილავთ თანამედროვე თეორიებს, რომლებზეც დგას ხელოვნური ინტელექტი, მათ შორის: მანქანურ სწავლებას, ადამიანი-კომპიუტერის ურთიერთქმედებას (HCI), ნეირონულ ქსელებს, ბუნებრივი ენის დამუშავებას, ინტელექტუალური რობოტის შექმნის საკითხებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com