ავტორიზაცია
არტისტების დასაქმების პლატფორმა
ავტორი: ნიკა ქვათაძეანოტაცია:
ციფრული სამყარო ჩვენი მომავლის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მუდმივად უნდა ვცდილობდეთ შემოქმედებითობა და ტექნოლოგია ერთმანეთთან დავაკავშიროთ, რათა ციფრული შესაძლებლობები რეალობად გადავაქციოთ. ციფრული პროდუქტების პოპულარობა მისი უამრავი უპირატესობითაა განპირობებული, მაგალითად: კომფორტი, მოხერხებულობა, დროის დაზოგვის ეფექტური საშუალებები და უამრავი სხვა. პროდუქტი, რომელსაც წარმოვადგენ, არის ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი პროდუქტებიდან, რომელიც მჯერა, რომ დიდ როლს შეასრულებს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებასა და შემსუბუქებაში. ამ შემთხვევაში ვკონცენტრირდებით საზოგადოების იმ სექტორზე, რომელიც კულტურისა და ხელოვნების სფეროშია დასაქმებული და წარმოვადგენთ პლატფორმას, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ ადამიანს სახლიდან გაუსვლელად მოძებნოს, შეაფასოს და დაიქირავოს მისთვის სასურველი ხელოვანი ადამიანები: მუსიკოსები, მომღერლები, ბენდები, მოცეკვავეები, მხატვრები, განსხვავებული ტიპისა და საქმიანობის ხელოვნები, სხვადასხვა ღონისძიებების, დღესასწაულებისთვის, დაბადების დღეებისთვის და სხვ. გამომდინარე იქიდან, რომ ღონისძიებებისა და დღესასწაულების მოწყობა/ორგანიზება ყველა ტიპის ადამიანს უწევს ცხოვრების განმავლობაში, ეს პლატფორმა მორგებული იქნება თითოეული ჩვენგანისთვის, რათა მთელი ეს პროცესი შედარებით გაგვიმარტივდეს და შეგვიმსუბუქდეს. მიზნის მისაღწევად და ამ პროდუქტის შესაქმნელად, გამოვიყენე ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიცაა: Back-End-ის მხარეს PHP/Laravel-ი. Front-End-ის მხარეს React.js. ბაზების მხარეს მოქნილი RDBMS-ი MySQL სერვერი. Rest API Back-End-ისა და Front-End-ის ერთმანეთთან ურთიერთობისთვის