ავტორიზაცია
ტერმინოლოგიური ლექსიკონის მონაცემთა ბაზის სტრუქტურირება
ავტორი: სალომე გაჩეჩილაძესაკვანძო სიტყვები: ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკონი, მონაცემთა ბაზა, ბაზა, ტერმინოლოგია
ანოტაცია:
ტერმინოლოგიური ლექსიკონი მოიცავს სხვადასხვა სფეროს ტერმინთა განმარტების ჩამონათვალს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად საჭირო გახდა ტერმნოლოგიური ლექსიკონის ონლაინ სივრცეში გადატანა, რათა ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების ფართო მასისთვის. ტერმინოლოგიური ლექსიკონი გვაძლევს შესაძლებლობას მოვიძიოთ ნებისმიერი ტერმინი და ვნახოთ მისი განმარტება სხვადასხვა სფეროს მიხედვით. ამ ეტაპზე არსებობს ტერმინოლოგიური ლექსიკონის ვებ პლატფორმა და მონაცემთა ბაზა. თუმცა, მონაცემთა ბაზა არ შეესაბამება თანამედროვე ტერმინოლოგიური წარმოდგენის მონაცემთა ჩარჩოს. პროექტის ფარგლებში ასაგებია მონაცემთა ბაზა, რომელიც აკლმაყოფილებს ტერმინოლოგიურ სტანდარტებს. ვინაიდან ქართული ენა გამოირჩევა თავისებურებებით, საჭიროა, რომ ქართული ენისა და ტერმინოლოგიური სტანდარტის მოდელები ერთმანეთთან სინქრონიზაციაში მოვიყვანოთ. შესაბამისად, პროექტის განმავლბაში უნდა აიწყოს ახალი მონაცემთა ბაზა, რომელშიც გათვაისწინებული უნდა იყოს ტერმინოლოგიური ჩარჩო, რომელიც თავისთავად მოიცავს მეტამოდელს და მეთოდებს XML-ში გამოხატული კონკრეტული ტერმინოლოგიური მარკირების ენების (terminological markup languages - TML) აღწერისთვის. მონაცემთა ბაზაში უნდა გამოვიყენოთ მოდულური მიდგომა, ანუ ტერმინოლოგიური მარკირების ჩარჩო (TMF). იგი ორი აბსტრაქტული მოდელისგან შედგება და სწორეს ყველაზე აბსტრქაქტულ დონეს ეწოდება მეტამოდელის დონე. ტერმინოლოგიური ლექსიკონის გამოყენება შეუძლია ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დასჭირდება პროფესიული დონის ლექსიკონის განმარტებები და მისი შესატყვისების მოძებნა. მოგეხსენებათ, დღევანდელ სამყაროში რთულია ბიბლიოთეკაში ჯდომა და ლექსიკონის ფურცვლა, რადგან დრო ასწრაფებულია და საზოგადოებას დიდი ნაწილის არჩვენია საკუთარ სახლში ჰქონდეს ლექსიკონი, ვებ გვერდის ან აპლიკაციის სახით, რაც ზოგავს დროს და ენერგიას. უფრო მეტიც, თანამედროვე ქართულ ენაში დამკვიდრდა ბარბარიზმები (მაგ. „მაუსი“, „სფეისი“ და მისთანანი), განსაკუთრებით ტექნოლოგიებში, რაც აბინძურებს ენას. ტერმინოლოგიური ლექსიკონი კი შესაძლებლობას მოგვცემს მოვძებნოთ ბარბარიზმების ქართული შესატყვისები.
მიმაგრებული ფაილები:
ტერმინოლოგიური ლექსიკონის მონაცემთა ბაზის სტრუქტურირება - სამაგისტრო ნაშრომი - სალომე გაჩეჩილაძე [ka]