ka | en
ავტორიზაცია
მაკრომოლეკულების ( დნმ ) ბიოფიზიკური კვლევები
ავტორი: ალეკო თამაზაშვილიანოტაცია:
საკვლევი მოლეკულების შესწავლის მიზნით სპეციალურ პოლიმერულ გელებში (პაგ და აგაროზა) მაკრომოლეკულებს ათავსებენ ელექტრულ ველში, რაც იწვევს ამ მოლეკულების გადაადგილებას სხვადასხვა მიმართულებით ან სიჩქარით, მათი ზომისა და მუხტის მიხედვით. დნმ-ის ყველა მოლეკულის მუხტისა და მასის თანაფარდობა არა ერთნაირია, ამიტომ გელ-ელექტროფორეზში დნმ-ის ფრაგმენტები გამოცალკევდება ერთმანეთისგან. ამ მეთოდის წყალობით, შეგვიძლია, დავადგინოთ რამდენნაირი დნმ-ფრაგმენტია ნიმუშში და როგორია მათი ზომები ერთმანეთთან შედარებით. ასევე აღნიშნული მიდგომა გამოიყენება კრიმინალისტიკაში დამნაშავის იდენტიფიკაციისათვის და დაქტილოსკოპიური (მამობის) ტესტის იდენტიფიკაციისათვის.