ავტორიზაცია
ულტრასონოგრაფების მოქმედების პრინციპები და მათი გამოყენება მედიცინაში
ავტორი: ქეთევან ჩიქოვანისაკვანძო სიტყვები: ულტრასონოგრაფია, ულტრაბგერა, დოპლეროგრაფია, იმპედანსი
ანოტაცია:
ულტრასონოგრაფია , ან უბრალოდ ულტრაბგერითი გამოკვლევა ეს არის არაინვაზიური გამოკვლევის ტიპი , რომელიც ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით გვაძლევს ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის ვიზუალურ გამოსახულებას. იმისდა მიხედვით თუ როგორი იქნება ბგერითი ტალღის ენერგია იგი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც სადიოგნოსტიკოთ ასევე სამკურნალოდაც. კერძოდ, ბოლოგიურ ობიექტებში დიდი ენერგიის ულტრაბგერის ზემოქმედებით გამოწვეული ცვლილებები დამოკიდებული იქნება ულტრაბგერის ტალღის სხიშირეზე, მის ინტენსივობაზე და ზემოქმედების დროზე. ულტრაგერების გამოყენება ფართოა მედიცინის დარგში,რაზეც მითითებული იქნება წინამდებარე ნაშრომში. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დადებითი ეფქექტებისა, ულტრაბგერებს ცოცხალ ორგანიზმში მოხვედრისას შესაძლოა უარყოფითი შედეგებიც ახლდეს თან. მნიშვნელოვან ფიზიკურ სიდიდეებს და მახასითებლებს წარმოადგენენ ულტრაბგერის არეკვლის კოეფიციენტი და აკუსტიკური იმპედანსი , რაც გადამწყვეტია სამედიცინო გამოკვლევებისა და დიაგნოსტირებისთვის. ნაშრომში მოყვანილია ულტრაბგერების მიღების ელექტროსტრიქციისა და მაგნიტოსტრიქციის მეთოდები. ნაშრომში ნაჩვენებია თუ როგორ თვისებების მატარებელი უნდა იყოს ულტრაბგერა, რომ მისი შეღწევადობა ორგანიზმის სიღრმეში იყოს მაქსიმალური.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია [ka]