ka | en
ავტორიზაცია
ფერმიონების ლოკალიზაცია ბრანებზე ხუთგანზომილებიან სივრცეში
ავტორი: ნიკა ბაშარულიანოტაცია:
თეზისში განხილულია 5-განზომილებიანი სივრცის მოდელები და ფერმიონების ლოკალიზაციის მექანიზმი 4-განზომილებიან ქვე-სივრცეში, რომელსაც ბრანას უწოდებენ. მიმოხილულია ზოგიერთი ექსტრა-განზომილებიანი მოდელი, კერძოდ, ცხადი სახით მიღებულია მეტრიკა, რომელიც გამოიყენება Randal-Sundrum მოდელში. აღწერილია მათემატიკური მექანიზმი, რომელიც საჭიროა ფერმიონული ქმედების დასაწერად მრუდე 5-განზომილებიან სივრცე-დროში და განხილულია ფერმიონების ლოკალიზაცია. ნაჩვენებია, რომ 5-განზომილებიან სივრცე-დროში შეიძლება განვასხვავოთ მარცხენა და მარჯვენა ქირალური მოდები და ხილულ ბრანზე შეიძლება ლოკალიზებული იყოს მხოლოდ მარცხენა ფერმიონები.