ka | en
TSU

დისიპაციურ სტრუქტურებში ფორმების წარმოქმნის პრობლემა

ავტორი: ეკატერინე ჭონიშვილი
საკვანძო სიტყვები: დიფუზია, რეაქცია-დიფუზია, სტრუქტურების წარმოქმნა
ანოტაცია:

მოხსენებაში განხილულია განაწილებულ რთულ სისტემაში დისიპაციური სტრუქტურების გენერირების რეაქცია-დიფუზიის მოდელი. სივრცული ელემენტი განიხილება, როგორც ღია სისტემა, სადაც ხდება ნივთიერების, მასის, ენერგიის გაცვლა სხვა ელემენტებთან და დიფუზია. კონკრეტულად განხილულია ბრიუსელატორის და ფიცჰიუ-ნაგუმოს მოდელები. რიცხვითი ექსპერიმენტებით ნაჩვენებია, რომ რეაქცია-დიფუზიის გავლენით წარმოქმნილი სტრუქტურები თვისობრივად შეესაბამება ბუნებაში არსებულ რეალურ განაწილებებს, ისეთებს როგორიცაა მაგალითად ბიოლოგიაში თევზის და ავაზას შემთხვევები, აგრეთვე ბიოქიმიურ რეაქციებში ნივთიერებათა კონცენტრაციის არათანაბარი გადანაწილება. ნაჩვენებია, რომ პარამეტრების მცირე ცვლილება ძლიერ გვიცვლის საბოლოო სურათს, რაც აიხსნება ამოცანის არაწრფივობით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com