ka | en
TSU

კალაბის ჰიპოთეზა და კომპლექსური მონჟ-ამპერის განტოლება

ავტორი: ირაკლი სიხარულიძე
საკვანძო სიტყვები: კელერის მრავალსახეობა, კელერის ფორმა, სიმრუდე, რიჩის სიმრუდის ტენზორული ველი, რიჩის ტენზორული ველის ასოცირებული 2-ფორმა, კალაბის ჰიპოთეზა, კომპექსური მონჟ-ამპერის განტოლება.
ანოტაცია:

მნიშვნელოვანი სახის კომპლექსური მრავალსახეობის, ე.წ. კალაბი-იაუს მრავალსახეობის, არსებობა ეყრდნობა კალაბის ჰიპოთეზას, რომლის დასამტკიცებლადაც იგი დაიყვანება კომპლექსურ მონჟ-ამპერის განტოლებაზე, რომლის ამონახსნის არსებობა და ერთადერთობა პირველად იაუს მიერ იქნა დამტკიცებული. ნაშრომში მიმოხილულია ცნებები და მათემატიკური ობიექტები, რომლებსაც ეს ჰიპოთეზა შეეხება და დამტკიცებულია მათი ის თვისებები, რომლებიც იძლევა საშუალებას ეს ჰიპოთეზა დაყვანილ იქნას კომპლექსურ მონჟ-ამპერის განტოლებაზე.


მიმაგრებული ფაილები:

კალაბის ჰიპოთეზა და კომპლექსური მონჟ-ამპერის განტოლება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com