ka | en
ავტორიზაცია
აკრეციული დისკი - მძლავრი ჯეტის ერთიანი სტრუქტურა - დაკვირვებები, ფორმირების თეორიები
ავტორი: ნინო რევაზაშვილისაკვანძო სიტყვები: აკრეციული დისკი, მძლავრი ჯეტები, დისკი-ჯეტის სტრუქტურა, კომპაქტური ობიექტები, ბელტრამი-ბერნულის მდგომარეობები
ანოტაცია:
მიმოხილულია აკრეციული ასტროფიზიკური დისკი-მძლავრი ჯეტის სტრუქტურის დაკვირვებების ისტორია და მათი ფორმირებების თეორიები, მოყვანილია შესაბამისი მაგალითები. ხაზგასმულია სხვადასხვა თეორიის უპირატესობა კონკრეტული პირობებისათვის. მოკლედ მიმოხილულია ჯეტის ფორმირებისათვის ბელტრამი-ბერნულის წონასწორობის მოდელი და ასევე შაკურა-სიუნიაევის ტურბულენტური მოდელი აკრეციული დისკისათვის. დამაგნიტებული რელატივისტური დისკებისათვის აღწერილია ამ ეფექტების მნიშვნელობა ჯეტის პარამეტრების ჩამოყალიბებაში, მათ შორის კოლიმაციაში. მოტანილია სტატისტიკური მონაცემები ასეთი სტრუქტურების დაკვირვებითი მასალიდან. ასევე მოტანილია სხვადასხვა მიდგომების მაგალითები ჯეტის შემდგომი აჩქარებისათვის.