ka | en
TSU

მაიონებელი გამოსხივების და uv სხივების მოქმედების ეფექტები ბიოლოგიურ სისტემაზე

ავტორი: ნინო ბოჭორიშვილი
საკვანძო სიტყვები: მაიონებელი გამოსხივება, ულტრაიისფერი სხივები, ბიოლოგიური სისტემა
ანოტაცია:

ანოტაცია მაიონებელი გამოსხივება შედგება სუბატომური ნაწილაკებისგან ან ელექტრომაგნიტური ტალღებისგან, რომლებსაც აქვთ საკმარისი ენერგია ატომების ან მოლეკულების იონიზაციისთვის, მათგან ელექტრონების გამოყოფით. მაიონებელი რადიაციის მოქმედების შედეგები თავს იჩენს დასხივებიდან მრავალი წლის შემდეგ სიმსივნური და არასიმსივნური სახის ცვლილებებით, ჯამრთელი ადამიაის მთელ სხეულზე მიწოდებულმა მაღალმა დოზამ დროის მოკლე მონაკვეთში კი შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, როგორებიცაა სისხლის კომპონენტების ცვლილება, დაღლილობა, დიარეა, გულისრევა და სიკვდილი. რაც შეეხება uv გამოსხივებას,ულტრაიიისფერი გამოსხივება არის ელექტრომაგნიტური ენერგიის ფორმა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ხელოვნური და ბუნებრივი წყაროებიდან, მაგალითად მზის სხივები. ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ბიოლოგიური ეფექტი ,კანის მიერ ულტრაიისფერი გამოსხივების შეწოვის გადაჭარბებული დოზებით, იწვევს ქსოვილის ფოტოქიმიურ დაზიანებას: uv ფოტონები არღვევენ დნმ-ის სტრუქტურებს პირდაპირ ან ირიბად თავისუფალი რადიკალების წარმოქმნიდან. uv სხივების ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ბიოლოგიური გავლენა არის ფოტოსინთეზის სიჩქარის შემცირება. რამაც შეიძლება პირდაპირი გავლენა მოახდინოს პირველად პროდუქტიულობაზე, რადგან სხვადასხვა სახეობებს შეიძლება ჰქონდეთ თავისებური მგრძნობელობა ულტრაიისფერი სხივების მიმართ, საბოლოოდ შეიძლება გავლენა იქონიოს ბიომრავალფეროვნებაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com