ავტორიზაცია
მხედველობის (მათ შორის ფერადი ხედვის) პირველადი მექანიზმების ბიოფიზიკა
ავტორი: სალომე სვანიძესაკვანძო სიტყვები: სინათლე და მისი თვისებები, მხედველობის მექანიძმი
ანოტაცია:
მხედველობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომლის საშუალებითაც აღვიქვამთ საგნების ფერს, ფორმას ზომას და ა.შ ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს აღიქვამს არის თვალი.სინათლის აღქმა იწყება სინათლის შთანთქმით სინათლის მიმართ მგრძნობიარე პიგმენტების-ხირების(შავ-თეთრი მხედველობა) და კოლბების(ფერადი მხედველობა) გარეგან სეგმენტებზე განლაგებული ცილების მიერ.ჩხირები და კოლბები განლაგებულია თვალის შიგა აპკზე,რეტინაზე.ჩხირების(125 მილიონი) რაოდენობა ბევრად ჭარბობს კოლბების რაოდენობაზე(6,5 მილიონი).კოლბებში გამოვლენილია პიგმენტების სამი ტიპი,სხვადასხვა ტალღის სიგრძის მიმართ განსხვავებული მგრძნობელობის მიხედვით: S-მოკლე,ცისფერი 420-440ნმ;M-შუა,მწვანე 534-545ნმ;L-გრძელი,წითელი 564-589.სხვადასხვა ფერის ვიზულიზაცია შესაძლებელია ამ სამი ფერის ზედდების შედეგად.ფერადი მხედველობის უკმარისობა დაკავშირებულია პიგმენტების გენეტიკურ დარღვევებთან,მაგრამ აგრეთვე,შეიძლება განპირობებული იყოს სრული და ნაწილობრივი(წითელი/მწვანე-დალტონიზმი,ცისფერი/ყვითელი)ამის მიზეზი გენეტიკური მუტაციებია X ქრომოსომაზე ან შეძენილი დეფექტები(ჩხირების უკმარისობა,დისტროფია და ა.შ) მხედველობის ანალიზატორის ცალკეული ნაწილების დაზიანება მხედველობის სხვადასხვაგვარ დარღვევას განაპირობებს:დალტონიზმს მხედველობის დაბინდვას, გაორებას, სიმახვილის დაქვეითებას, მხედველობის ველის შემცირებას და სხვა. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია კავშირი ოპტიკასა და თვალის მექანიშმს შორის,ასევე თვალის დაავადებები და მათი მკურნალობის მეთოდები.