ავტორიზაცია
ქირალური კუთხე დირაკის განტოლებაში და მისი ეფექტი ნეიტრინოს მასაზე
ავტორი: ლაშა ღუდუშაურისაკვანძო სიტყვები: ქირალური კუთხე, დირაკის მასური წევრი
ანოტაცია:
საბაკალავრო ნაშრომი ეძღვნება ნეიტრინოების მასის პრობლემას. მიმოხილულია თუ როგორ ებმებიან ერთმანეთს ფერმიონული ველების მარცხენა და მარჯვენა ქირალური კომპონენტები იმისთვის, რომ გააჩინონ მასური წევრი დირაკის ლაგრანჟიანში. დირაკის ტიპის მასური წევრი არ ინახავს ყალიბურ ინვარიანტობას. ამიტომ სტანდარტულ მოდელში ფერმიონების მასების გენერირება ხდება ელექტრულად ნეიტრალურ, მაგრამ სუტი მუხტის მქონე ჰიგსის ბოზონებთან ურთიერთქმედების შედეგად. ასევე მიმოხილულია მაიორანას მექანიზმი, რომელიც ფერმიონული მასური წევრების მხოლოდ მარცხენა კომპონენტებით ჩაწერის საშუალებას იძლევა. ნაშრომის მთავარ ნაწილში განხილულია დირაკის განტოლება, რომელიც შეიცავს დამატებით წევრს - ქირალურ კუთხეს, რაც აკონკრეტებს ქირალურ ბაზისს. ნაჩვენებია, რომ ქირალური ბაზისის სწორი შერჩევა საშუალებას იძლევა ავხსნათ ნეიტრინოების მასების სიმცირე სხვა ფერმიონების მასებთან შედარებით.