ka | en
TSU

„ქრონიკული სტრესის გავლენა თავის ტვინის ანტიოქსიდანტური სისტემის ფუნქციურ მდგომარეობაზე“

ავტორი: მარიამი ხარებავა
ანოტაცია:

თანამედროვე სამყაროში სტრესი გლობალურ პრობლემადაა ქცეული. ეს გამოწვეულია სტრესის უარყოფითი გავლენით უჯრედულ მეტაბოლიზმზე და ამის შედეგად ჩამოყალიბებული მთელი რიგი პათოლოგიური ცვლილებებით. ქრონიკული ემოციური სტრესით გამოწვეული უჯრედული მეტაბოლიზმის დარღვევა გამოიხატება სტრეს-ფაქტორების ზემოქმედებით ორგანიზმის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, სტრესორების ხანგრძლივი მოქმედება უარყოფითად აისახება ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე, რაც გამოიხატება მთელ რიგ ნეიროდეგენერაციულ დარღვევებში, იმუნური სისტემის პათოლოგიებსა თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში. სტრესის ფონზე მიმდინარე ცვლილებები გულისხმობს ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის გაძლიერებას, ენერგეტიკული მეტაბოლიზმის დაქვეითებას, ანტიოქსიდანტური სისტემისა და ფერმენტული რეაქციების მიმდინარეობის შეცვლას და სხვა უარყოფით პროცესებს. ჩვენი ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა დაგვედგინა ხანგრძლივი ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში ექსპერიმენტული ცხოველების თავის ტვინის უჯრედებში აქტიური მოლეკულების რაოდენობრივი შემცველობა და შემდგომ ანტიოქსიდანტური სისტემის ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის ცვლილების მაგალითზე შეგვესწავლა ამ სისტემის ფუნქციური მდგომარეობა. ნანახი იქნა, რომ 30-დღიანი სოციალური იზოლაციისა და ცირკადული რიტმის დარღვევის პირობებში ადგილი აქვს თავის ტვინის უჯრედებში Ca2+ -ის იონისა და აზოტის ჟანგის რაოდენობის მატებას. ამის პარალელურად, შეინიშნება ანტიოქსიდანტური სისტემის ფერმენტების აქტივობის დაქვეითება. მიღებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 30-დღიანი სოციალური იზოლაციით გამოწვეული ქრონიკული სტრესი გავლენას ახდენს თავის ტვინის ანტიოქსიდანტური სისტემის ფუნქციურ მდგომარეობაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com