ka | en
TSU

SARS-CoV-2-ით ინფიცირებული პაციენტების დახასიათება ლაბორატორიულ და კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით

ავტორი: ნინო ქვრივიშვილი
საკვანძო სიტყვები: პოლიმერაზული ჯაჭვური რექაცია, კორონავირუსი 2019.
ანოტაცია:

წინაპირობა: ადამიანის β კორონავირუსებიდან 2019 წელს მსოფლიო მოიცვა და პანდემია გამოიწვია SARS-CoV-2-მა (COVID-19). SARS-CoV-2 ინფექციით გამოწვეული დაავადების სრული სპექტრი ახლა უკვე აღიარებულია, რომ მერყეობს უსიმპტომო ინფექციიდან, მძიმე რესპირატორულ დაავადებამდე, რომელიც შესაძლოა დამთავრდეს ლეტალურად. COVID-19 ინფიცირების მომენტიდან სიმპტომების გამოვლენა ხდება 3-14 დღის განმავლობაში. სიმპტომების გამოვლენა და გართულება დამოკიდებულია ინფიცირებული პირის ასაკზე და სხვა მაჩვენებლებზე. წარმოდგენილი კვლევის მიზანია SARS-CoV-2 ვირუსის დელტა შტამით დაინფიცირებული პირების კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების შედარება და განხილვა. კვლევის მასალა და მეთოდები: კვლევა ჩატარებულია „Sanus ლაბორატორია“-ში და გაგრძელდა ორი თვის განმავლობაში, რა პერიოდშიც შეგროვდა 4153 პაციენტის ნაზოფარინგეალურ-ოროფარინგეალური კომბინირებული სინჯები. კვლევა ჩატარდა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით, რომელიც qPCR SARS-CoV- 2 ვირუსის qPCR ტესტირებას გულისხმობს. დადებითი შედეგი დაუფიქსირდა 984 პაციენტს, რაც წარმოადგენს ჩვენი კვლევის ძირითად მონაცემებს. შედეგი: კვლევაში მონაწილე პაციენტების შედეგები გაანალიზდა და გამოიყო დელტა შტამზე დადებითი შედეგის მქონე პაციენტების ნიმუშები, რომლებიც დაიყო ექვს ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში განხილულია სიმპტომები, მათი გამოვლენის ხანგრძლივობა და qPCR (Ct)-ების დიაპაზონი. პირველ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურა და ცხელება, სურდო, ხველა, ყელის, თავის და სახსრების ტკივილი და ამ ჯგუფის პაციენტების qPCR (Ct)-ების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო. მეორე ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომი აღმოჩნდა სუნთქვის გაძნელება. მესამე ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო სახსრების და წელის ტკივილი. მეოთხე ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში ყველაზე რთულად გამოვლინდა, რაც ძირითადად მოიცავდა ზოგადი სისუსტე, სახსრების და კუნთების ტკივილი, ყნოსვის და გემოს დაქვეითება, შესაბამისად ამ ჯგუფის პაციენების qPCR (Ct)-ების მაჩვენებლები ყველაზე დაბალი იყო. მეხუთე ჯგუფში გამოვლენილი სომპტომებიდან მნიშნველოვანი იყო სახსრების და კუნთების ტკივილი. ბოლო ჯგუფის პაციენტებში არ გამოვლინდა რაიმე დამახასიათებელი სიმპტომები და შესაბამისად მაღალი qPCR (Ct)-ების მაჩვენებლები დადასტურდა. თითოეული ჯგუფიდან წარმოდგენილია და განხილულია პაციენტების გრაფიკები. დასკვნა: ასაკობრივი ჯგუფების განხილვის შედეგად გამოვლინდა ისეთი სიმპტომები რომლებიც კონკრეტულად ამ ასაკის ჯგუფისთვის იყო დამახასიათებელი, რაც პირდაპირ კავშირშია qPCR (Ct)-ის მაჩვენებლებთან. ყველაზე მსუბუქად ვლინდება ბავშვებში და რისკ ჯგუფის პაციენტებში, ხოლო ზრდასრული ასაკის პაციენტებში ვლინდება ყველაზე მძიმედ. qPCR (Ct)-ის მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია სიმპტომების სიმძიმესთან. უფრო მძიმედ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში ორგანიზმში უფრო სწრაფად გავრცელდა ვირუსული ნაწილაკები და სწრაფად ხდება სიმპტომების გამოვლენა. qPCR (Ct)-ის მაჩვენებელი უკუკავშირშია ვირუსის ნაწილაკების კონცენტრაციაზე ადამიანის ორგანიზმში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com