ka | en
TSU

CD180 თოლლ-მსგავსი რეცეპტორის ექსპრესია და ფუნქცია ფილტვის აქტიური ტუბერკულოზით დაავადებულ პირების მონოციტებზე

ავტორი: ნინო საქიძე
საკვანძო სიტყვები: CD180, თოლლ - მსგავსი რეცეპტორი, ტუბერკულოზი
ანოტაცია:

საქართველო ტუბერკულოზის (TB) მაღალი სიხშირის მქონე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, მათ შორის წამლებისადმი მულტირეზისტენტული ფორმების მაღალი წილით. შესაბამისად, Mycobacterium tuberculosis (MTb)-ის საწინააღმდეგო იმუნური პასუხების შესწავლა ქართულ პოპულაციაში მეტად მნიშვნელოვანია. TLR-ებს (Toll like receptors) მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მიკობაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ მასპინძლის იმუნურ პასუხში. პათოგენებთან დაკავშირებული მოლეკულების გაერთიანება TLR-ებთან და მიელოიდური დიფერენციაციის ცილა 88-ის (MyD88) TIR დომენთან (Toll-interleukin 1 (IL-1) receptor) ააქტიურებს IL-1 რეცეპტორებთან დაკავშირებულ კინაზას (IRAK-1), სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ-α-სთან (TNF-α) დაკავშირებულ ფაქტორს (TRAF), ინტერფერონ-β (IFN-β) ინდუცირებულ TIR-მატარებელ მოლეკულას (TIRAK) და გადასცემს TLR აქტივაციას ბირთვისკენ. ბირთვული ფაქტორი-κB, TNF-α და IL-1 იწყებენ იმუნურ პასუხს. TLR-დამოკიდებული NF-κB სიგნალიზაცია და MAPK გზები ეხმარება ანტიმიკობაქტერიულ თანდაყოლილ იმუნიტეტს ანტიბაქტერიული ეფექტის მქონე მოლეკულების, ციტოკინებისა და ქიმიოკინების სეკრეციით, რაც განაპირობებს იმუნური უჯრედების მობილიზაციას ინფექციის ადგილზე. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მონოციტების რაოდენობრივი და ფენოტიპური შეფასება, მათი მოქმედების მექანიზმის ახსნა და ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის დროს იმუნური პასუხის განვითარებაში მათი როლის შესწავლა. წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა CD180 თოლლ- მსგავსი რეცეპტორის ექსპრესია და ფუნქცია ფილტვის აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული პირების მონოციტებზე, ასევე შეფასდა მონოციტების, B ლიმფოციტებისა და CD3+ T უჯრედების რაოდენობრივი მაჩვენებელი. მიღებული შედეგების თანახმად, ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის მქონე პირთა პერიფერიულ სისხლში აღინიშნება მონოციტების რაოდენობრივი შემცირება ჯანმრთელ კონტროლთან შედარებით, ასევე აღინიშნება CD180 - ის ექსპრესიის კლება მონოციტებსა და B უჯრედებზე; შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს ლიმფოიდური და მიელოიდური უჯრედების რაოდენობის აპოპტოზის გზით შემცირებას.


მიმაგრებული ფაილები:

CD180 თოლლ-მსგავსი რეცეპტორის ექსპრესია და ფუნქცია ფილტვის აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული პირების მონოციტებზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com