ავტორიზაცია
კალციუმის გლუკონატისა და დიპალმიტოილფოსფატიდილქოლინის კომპლექსის ლიპიდური ნანოსტრუქტურის ქიმიური ასპექტები
ავტორი: კესარია თევდორაშვილისაკვანძო სიტყვები: ლიპოსომები, ნანოსტრუქტურები, კალციუმის გლუკონატი, დიპალმიტოილფოსფატიდილქოლინი.
ანოტაცია:
ლიპოსომები გამოიყენება როგორც ბიოლოგიური უჯრედის მემბრანის მოდელები. მათ სტრუქტურის საინტერესო ასპექტს წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებული კონცენტრული სფერული ვეზიკულები, რომლის მემბრანული ლიპიდურ ბიშრეში წყლის მოცულობა არის მოთავსებული. ლიპოსომები ამჟამად ფართოდ გამოიყენება, როგორც შესწავლის ობიექტი, მედიცინაში, ბიოტექნოლოგიაში, გენურ ინჟინერიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ლიპოსომები უკვე გამოჩნდნენ ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, როგორც წამლის მიწოდების სისტემები. ჩვენს მიერ არჩეული იქნა DPPC (დიპალმიტოილფოსფატიდილქოლინი) ფოსფოლიპიდები, რომლებიც წარმოქმნიან ორშრიან (ხელოვნური უჯრედის მემბრანა) ნანო ზომის ლიპოსომებს, სადაც არსებობს საჭირო ქიმიური კავშირები, რათა მიღებული იყოს ნანოზომის ორშრიანი ნაწილაკები. ლაბორატორიაში გამოყენებული იქნა ახალი ტექნოლოგია, კალციუმიანი კომპლექსური ნანონაწილაკების შესაქმნელად. ჩატარებული იქნა კვლევები, რომლის მიზანიც იყო დაგვედგინა თუ რა ქიმიური კავშირები არის საჭირო სფერული ნანონაწილაკების მისაღებად. კალციუმის მარილად გამოყენებული იქნა კარგად ცნობილი კალციგლუკონატის მარილი. კალციგლუკონატიან DPPC ნანონაწილაკების შესწავლა ხდებოდა კალორიმეტრული მეთოდით. კალორიმეტრულ მეთოდში ლიპოსომური ნანონაწილაკების სუსპენზიისთვის მიიღება სითბოს შთანთქმის პიკი, რომელიც ჩვენი აზრით დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ლიპოსომების თავაკებში არსებული წყალბადური კავშირების გაწყვეტასთან. ჩვენს მიერ დამზადებული იქნა კომპლექსური გლუკონატისა და DPPC-ის გამოყენებით ლიპოსომები, რაც მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი შეიძლება გამოყენებული იყოს ოსტეოპოროზის, რაქიტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. შევისწავლეთ ამ კომპლექსის ქიმიური ასპექტები, წყალბადური ბმების ფორმირების ალბათობა, მექანიზმი და აგრეთვე ფიზიკური მახასიათებლები. საინტერესო აღმოჩნდა წყალბადური ბმების ქიმიური ჯგუფებს შორის ფორმირების ალბათობის განსაზღვრა, რომლითაც აიხსნება ფიზიკურ ექსპერიმენტებში მიღებული კალორიმეტრული კვლევებისას მიღებული პარამეტრების მნიშვნელობები. ჩვენი ქიმიური მიდგომები აღმოჩნდა მეტად ახლოს ფიზიკურ კვლევებისას
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია [ka]