ka | en
ავტორიზაცია
ოპტიმალური საწყისი მონაცემების არსებობის შესახებ კვაზი-წრფივი სამართი ნეიტრალური დიფერენციალური განტოლებისთვის
ავტორი: მარიამ ყაზაიშვილისაკვანძო სიტყვები: ნეიტრალური დიფერენციალური განტოლება, ოპტიმალური საწყისი მონაცემების არსებობა
ანოტაცია:
კვაზი-წრფივი სამართი ნეიტრალური დიფერენციალური განტოლებისთვის ზოგადი სასაზღვრო პირობებითა და ფუნქციონალით დამტკიცებულია ოპტიმალური საწყისი მონაცემების არსებობის თეორემა. გარდა ამისა, ზოგადი თეორემა დაკონკრეტებულია ამოცანისთვის ინტეგრალური ფუნქციონალით და დამაგრებული ბოლოებით, ეკონომიკური ზრდის მოდელის შესაბამისი ამოცანისთვის თავისუფალი მარჯვენა ბოლოთი. საწყისი მონაცემების ქვეშ იგულისხმება საწყისი და საბოლოო მომენტების, საწყისი ვექტორის და მართვების ერთობლიობა.
მიმაგრებული ფაილები:
ოპტიმალური საწყისი მონაცემების არსებობის შესახებ კვაზი-წრფივი სამართი ნეიტრალური დიფერენციალური განტოლებისთვის [ka]